3500 გენეტიკური ანალიზატორი
კატალოგის ნომერი: 4405673
აღწერა:
3500 გენეტიკური ანალიზატორი წარმოადგენს სექვენირების 8-კაპილარიან სისტემას, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი უნაკლო შესრულებისა და ექსპერიმენტების მარტივი კონტროლისთვის.
პაკეტი მოიცვს 8-კაპილარიან ინსტრუმენტს, 3500 სერიის მონაცემთა შემკრებ პროგრამას და Dell™-ის პერსონალურ კომპიუტერს.
3500 სერიის მონაცემთა შემკრები პროგრამა საშუალებას იძლევა განხორციელდეს სექვენირება და ფრაგმენტული ანალიზი, რომელთა შემდგომი ანალიზისთვის საჭიროა დამატებითი პროგრამები (არ შედის პაკეტის შემადგენლობაში).
3500 გენეტიკური ანალიზატორის მახასიათებლებია:
- 8-კაპილარიანი სისტემა, რომელიც შესაძლოა მარტივად გარდაიქმნას 24 კაპილარიან სისტემად;
- ერთ-ზოლიანი, 505 nm, მყარ-ფუძიანი, სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობის მქონე ლაზერი, რომელიც იყენებს ელექტროენერგიის სტანდარტული მიწოდების სისტემას;
- მძლავრი, ინტეგრირებული მონაცემთა შეკრების და პირველადი ანალიზის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ხარისხის პირველად შეფასებას;
- დახვეწილი მულტიპლექსირების შესაძლებლობები დნმ-ის ფრაგმენტული ანალიზისთვის 6 უნიკალური საღებავის გამოყენებით;
- რეაქციის აწყობის, ოპერირების და აპარატის მოვლის პროცედურების სიმარტივე.
სპეციფიკაციები:
ანალიზის პროგრამა: | GeneMapper® პროგრამა, სექვენირების ანალიზის პროგრამა, Variant Reporter® პროგრამა |
კაპილარის სიგრძე: | 36 სმ, 50 სმ |
თავსებადი პოლიმერები: | POP-4™, POP-6™, POP-7™ |
გარე კომპიუტერი: | მყარი დისკი: 2x 500GB SATA 3.0 Gb/s და 8 MB Data Burst Cache, მეხსიერება: 16 GB (2x 8GB) 1600 MHz DDR3 Non-ECC. 4th Gen Intel Core I7 Processor- 3.1 GHz Turbo Processor, ოპერირების სისტმა: Windows 7 SP1 |
ფორმატი: | 8-ფოსოიანი სტრიპები, 96-ფოსოიანი ფლეითი |
ოპერაციული სისტემა: | Win 7 |
პროდუქტის ზომა: | 1 სისტემა |
ტრანსპორტირების პირობები: | ოთახის ტემპერატურა |
წარმადობა: | 368 ნიმუშამდე დღის განმავლობაში (ShortReadSeqPOP7-რან მოდულის გამოყენებით) |
წონა: | 82 კგ (დაახლოებით) |
3500 სერიის გენეტიკური ანალიზატორები
- სიზუსტე
ყველაზე ფართოდ გამოყენებად და სანდო სანგერის სექვენირების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სექვენატორები - 3500 სერიის გენერიკური ანალიზატორები შექმნილია მაღალი აკურატულობის და სიზუსტის მისაღწევად.
- მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება
აპარატის ოპერირების ელექტრონული კონტროლი ინტეგრირებული პროგრამით საშუალებას იძლევა მომხმარებელი მაქსიმალურად იყოს კონცენტრირებული ექსპერიმენტის შედეგზე. 3500 სერიის ანალიზატორები იძლება ავტომატური ოპერირების, მარტივად ინსტალირებადი სახარჯი მასალების გამოყენების შესაძლებლობას.
- მოქნილობა
პლარფორმის საშუალებით შესაძლებელია ფართო სპექტრის ექსპერიმენტების განხორციელება, მათ შორის de novo სექვენირება და რე-სექვენირება (მუტაციების პროფილირება), მიკროსატელიტური ანალიზი, MLPA, AFLP, LOH, MLST და SNP ვალიდაცია ან სკრინინგი.
Applied Biosystems™ - 3500 და 3500xL გენეტიკური ანალიზატორები და შესაბამისი აღჭურვილობა
-
კაპილარული ელექტროფორეზის ინსტრუმენტი;
- 8-კაპილარიანი (3500) ან 24- კაპილარიანი (3500xL) სისტემები პოლიმერით;
- დნმ-ის სექვენირების და/ან ფრაგმენტული ანალიზის რეაგენტები და სახარჯი მასალები სისტემის სრულყოფისთვის;
- Dell™-ის კომპიუტერი სამუშაო არისთვის;
- ინტეგრირებული პროგრამა ინსტრუმენტის კონტროლის, მონაცემთა შეკრების, ხარისხის კონტროლის, ნიმუშების basecalling - ისა და ფრაგმენტთა ავტო-ანალიზისთვის;
- წინასწარ მომზადებული სახარჯი მასალების პაკეტები 3500 გენეტიკურ ანალიზატორს დღეისთვის არსებულ ანალოგიურ ტექნიკასთან შედარებით ანიჭებს მაქსიმალურ სიმარტივეს მომხმარებლისთვის;
- 3500 მონაცემთა შემკრები პროგრამა გვთავაზობს ექსპერიმენტის ინტუიტიური მართვის შესაძლებლობას, მათ შორის:
- მარტივად წასაკითხი გრაფიკული ინტერფეისი დამხმარე რეაგენტების მარაგის საკონტროლოდ;
- დიზაინი, რომელიც ამარტივებს სარეაქციო არის აწყობას, მონაცემთა შეკრებას და მათი ანალიზის განხორციელებას;
- 3500 სერიის ანალიზატორები მარტივია ინსტალაციის და ოპერირების მხრივ;
- 505 nm - აგზნების ლაზერის ტექნოლოგია და თერმული დიზაინი მაქსიმალურად ამცირებს აპარატის ზომას.
მახასიათებელი |
უპირატესობა |
RFID |
ინსტრუმენტი ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას სწორი პროდუქტის გამოყენების და მათი ვადების შესახებ |
SAE |
უსაფრთხოება, აუდიტი და ელექტრონული ხელმოწერის გენერირების შესაძლებლობა სახელმწიფო რეგულაციების მაქსიმალური დაცვისთვის |
8-კაპილარიანი ან 24-კაპილარიანი მოდელები |
შეარჩიეთ ინსტრუმენტი თქვენი ლაბორატორიის მოთხოვნების შესაბამისად |